ლაბორატორია

aka_27479177972941lab_cover

აღაიანის ხარისხის ტესტირებისა და მასალების საგამოცდო ლაბორატორია:

დაარსების დღიდანვე შპს „ კომპანია ბლექ სი გრუპის“ უპირველესი პრიორიტეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის გამოშვება და სამუშაოთა წარმოების უმაღლესი ხარისხი გახდა. გამომდინარე აქედან, კომპანიის მენეჯმენტის ძირითადი ყურადღება ხარისხის ტესტირებისა და მასალების საგამოცდო ლაბორატორიის გამართულ საქმიანობას დაეთმო.

კომპანიის ძირითადი ლაბორატორია კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარეობს.200 კვ.მ ფართზე მდებარე შენობაში ხელსაწყოები სამუშაოთა წარმოების თანმიმდევრობით თემატურადაა განლაგებული.

ხარისხის ტესტირებისა და მასალების საგამოცდო ლაბორატორია ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება:

· წარმოებისათვის საჭირო სამშენებლო მასალების ტესტირების განყოფილება;

· გამოშვებული პროდუქციისა და მოწყობილი საფარის ხარისხის მონიტორინგის განყოფილება.

ლაბორატორის განყოფილებებად დაყოფა საქმიანობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე მოხდა. წარმოებისათვის საჭირო სამშენებლო მასალების ტესტირების განყოფილებაში შესაძლებელია:

· ინერტული მასალების გამოცდა;

· ცემენტ-ბეტონის პროდუქციის შემოწმება;

· ასფალტ-ბეტონის ნარევის გამოცდა;

· ცემენტ-ბეტონისა და ასფალტ-ბეტონის ნარევის დიზაინების (რეცეპტების) შედგენა-შემუშავება;

· ბიტუმის ხარისხის გამოცდა;

· გრუნტების ლაბორატორიული კვლევა.

გამოშვებული პროდუქციისა და დაგებული საფარის ტესტირების განყოფილება ახორციელებს:

· საპროექტო სპეციფიკით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხიანად წარმოებას და შესაბამისი სტანდარების დაცვას საველე პირობებში;

· გრუნტითა და ინერტული მასალებით მოწყობილი საგზაო სამოსის მშენებლობის კონტროლს;

· გზის ქვესაგები და საფუძველი ფენის დატკეპნის ხარისხს და მზიდუნარიანობის ადგილზე დადგენას;

· გზის საფარის გრძივი და განივი ქანობების შემოწმებას;

· მიწის ვაკისის ყრილისა და ჭრილის ფერდის დახრის განსაზღვრას;

· გზის სამოსის ზედაპირის სისწორის და ტალღოვნობის დადგენას;

· ასფალტ-ბეტონის საფარის სიმკვრივის, ფორიანობისა და დატკეპვნის ხარისხის განსაზღვრას.

ხარისხის ტესტირებისა და მასალების საგამოცდო ლაბორატორიას შეუძლია ზემოთაღნიშნული ლაბორატორიული კვლევები და ტესტირებები განახორციელოს მსოფლიოში აპრობირებული EN, BS, ASTM, GOST ნორმატივებითა და სტანდარტებით.

IMG_1572

აგარა-ზემო ოსიაურის ლაბორატორია:

· გრუნტების ტესტირება;

· ინერტული მასალების ტესტირება;

· ცემენტ-ბეტონის ტესტირება;

· ასფალტ-ბეტონის ტესტირება;

ლაბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს 2 მიმართულებით-საველე სამუშაოები და შიდა ლაბორატორიული სამუშაოები.
ლაბორატორია აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით, რომელიც კომპანიამ შეისყიდა იტალიიდან, ამერიკიდან და გერმანიიდან.
ლაბორატორიაში ტესტირებები მიმდინარეობს, როგორ პოსტსაბჭოთა დროინდელი ნორმატივებით, ასევე ევრონორმებით, ბრიტანული და ამერიკული სტანდარტებით.

თანამედროვე აპარატურის შეძენამ დააჩქარა მასალების ტესტირების პროცესი და შესაბამისად ეფექტური გახადა მშენებლობაში ხარისხის კონტროლი.

აღაიანის და აგარა-ზემო ოსიაურის გარდა, „ბლექ სი გრუპის“ სტაციონალური ლაბორატორია ოზურგეთის რაიონშიც მოქმედებს. ველზე დაკვეთების არსებობის შემთხვევაში მოძრავი საველე ლაბორატორიის მოწყობა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, დროის უმოკლეს პერიოდშია შესაძლებელი.

„კომპანია ბლექ სი გრუპი“ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და სისტემატურად ზრუნავს სამუშაო ციკლის მოდერნიზაციაზე, ტექნიკის ბოლო მიღწევების დანერგვასა და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მუდმივად განახლებაზე.


отдела тестирования необходимых для производства строительных материалов;

სამშენებლო მასალების ტესტირების განყოფილება.

Лаборатория тестирования качества и испытания материалов

ხარისხის მონიტორინგის განყოფილება.

Лаборатория

ლაბორატორია

устройство оределяюшее в инертных матерялах и асфальтобетоне плотность и пористность

ინერტული მასალების და ა/ბ-ში, ფორიანობის და სიმკვრივის განმსაზღვრელი ხელსაწყო.

устройство оределяюшее проникновения иглы в битуме ( пенетрометр )

ბიტუმში ნემსის შეღწევადობის განმსაზღრელი ხელსაწყო. (“პენეტრომეტრი”)

устройство оределяюшее проникновения иглы в битуме ( пенетрометр )

ბიტუმში ნემსის შეღწევადობის განმსაზღრელი ხელსაწყო. (“პენეტრომეტრი”)

водяной бассеин регулированием температуры

ციფრული ტემპერატურული წყლის ავზი.

мещалка для образца асфальта

ასფალტის დასამზადებელი ამრევი ხელსაწყო

инструмент Маршалла

მარშალის ხელსაწყო

водяной бассеин регулированием температуры

ციფრული ტემპერატურული წყლის ავზი.

весы для взвешивания массы материала в воде

ნიმუშის წყალში აწონვის დანადგარი

механическое устройство CBR

CBR-ის მექანიკური ხელსაწყო.

Устройство для определения пористости и плотности дорожного покрытия

ასფალტობეტონის საფარის სიმკვრივის და ფორიანობის განმსაზღვრელი აპარატი.

определение качества гранатов и уплотнение инертных материалов в полевых условиях

გრანულების და ინერტული მასალის დატკეპნის ხარისხის დადგენა საველე პირობებში.

определение качества и уплотнение инертных материалов в полевых условиях

გრანულების და ინერტული მასალის დატკეპნის ხარისხის დადგენა საველე პირობებში.

определение коефициента сцеплеия с покрытием

საგზაო საფარის ზედაპირის ხორკლიანობის, ჩაჭიდულობის კოეფიციენტის დადგენა.

устройство сольксета для экстракции образца асфальта

“სოლქსეტის” ხელსაწყო ასფალტის ნიმუშის ექსტრაქციისათვის

устроиство определяющее воздухосодержания на месте

ბეტონის ჰაერშემცველობის დასადგენი ხელსაწყო

молоток Шмидта

“შმიდტის ჩაქუჩი”

устройство опрделяюшее уклона и ровность покрытия и проезжаей части дороги

გზის სავალი ნაწილის (ფერდის) ქანობების და საფარის სისწორის განმსაზღვრელი ხელსაწყო.

Цифровой универсальный пресс

ციფრული უნივერსალური პრესი.

CBR и проктора цифровой компактор

CBR-ის და პროქტორის ციფრული კომპაქტორი.

центрофуга эстрактор

ცენტრაფუგა ექსტრაქტორი.

Мещалка для образца бетонной смеси

ბეტონის ნარევის დასამზადებელი ამრევი.

25
долли устройство долли Лос-Анджелеса

ცვეთის დოლი (ლოსანჟელესის ხელსაწყო)

27
Цифровая печь

ციფრული ღუმელი.

Вибросито

ვიბრომცრელი ციფრული.

Цифровой бассеин бетонных образцов

ბეტონის ნიმუშების ციფრული ავზი.