ახალი ამბები

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ  მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ
და კომპანია „ბლექ სი გრუპი“-ის დირექტორთან ამირან მამუჭაძესთან ერთად მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის
აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებენ.
პროექტის საერთო ღირებულება 14.7 მლნ ლარია.