ახალი ამბები

ვერეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია.

ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში შეკეთდა გზის ნაწილი და მოეწყო ტროტუარები.
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ დააზიანა, ხვალ, 14 სექტემბერს, 08:00 საათზე გაიხსნება.
დასკვნით სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიორგი სოლომონიასთან კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან
და შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი"-ს დირექტორთან ამირან მამუჭაძესთან ერთად გაეცნო. „დღეს ღამის განმავლობაში ადგილზე იმუშავებს დასუფთავების სამსახური,
მოირეცხება გზა, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით ნაკადები მოწესრიგდება და მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტი ნაწილობრივ მოიხსნება“, -
განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობისას გამოსწორდა რამდენიმე დეფექტი, რომელიც საავტომობილო მოძრაობას დამატებით განტვირთავს.
„კერძოდ, გვირაბიდან მომავალი ავტომანქანები, რომელთაც სურთ პოლიციის შენობის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა, აღარ შემოვლენ მთავარ მაგისტრალზე და აღარ
შეაფერხებენ მოძრაობას. ჩვენ დავამატეთ ახალი ზოლი, რომლის გავლითაც ისინი იმოძრავებენ და პირდაპირ ავლენ პოლიციის შენობასთან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გისურვებთ თბილისს საცობების გარეშე, რაშიც დიდი სიამაყით შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი.