ახალი ამბები

საბაგირო "კოხტა"-ზე მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოინახულა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს დაბა ბაკურიანს ეწვია
და შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი"-ის მიერ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპანიის დირექტორთან ამირან მამუჭაძესთან
ერთად დაათვალიერა. კოხტის მთაზე მონტაჟდება ახალი საბაგირო შუალედური სადგურით, რომლის მშენებლობაც დასრულდება 2015 წლის ბოლოს.