ახალი ამბები

თბილისი მარათონი 2015.

25 ოქტომბერს კომპანია ბლექ სი გრუპმა თბილისი მარათონის მასშტაბური ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლიდანაც 
შემოსული თანხა რუსთავში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში გადაირიცხება. ღონისძიება გვაძლევს
შესაძლებლობას ჩვენი კომპანიის ჩართულობით შევუერთდეთ მსოფლიოში პოპულარულ ღონისძიებას, ხელი შეუწყოთ ჯანსაღი
ცხოვრების წესის დამკვიდრებას და რა თქმა უნდა ჩავერთოთ ქველმოქმედებაში. მამაკაცებში კომპანიის თანამშრომელმა ბატონმა
ზურაბ ლუქუნიძემ 57 წუთსა და 34 წამში გაირბინა 10 კილომეტრიანი მარათონი და თავის ასაკობრივ ჯგუფში მე-5-ე ადგილზე გავიდა,
ხოლო ქალთა კატეგორიაში ქალბატონმა ეთერ კოჭლაშვილმა დაიკავა მე-5-ე ადგილი მან 1 საათსა და 34 წუთში გაირბინა მარათონი.