ახალი ამბები

ახალი საბაგირო გზის ,,კოხტა"-ს გახსნა ბაკურიანში.

8 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს, ბაკურიანში "კოხტა"-ს საბაგირო კვლავ ამოქმედდა. 2015 წლის აგვისტოში ჩაეყარა საფუძველი ბაკურიანში
კოხტას ახალ მშენებლობას. ეს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით,რომელიც სახელმწიფოსა და კერძო
სექტორის პარტნიორობით განხორციელდა. საბაგირო გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ბლექ სი გრუპი".ხოლო საბაგიროს მშენებლობას
სამთო-სათხილამურო ინფასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია "დოპელმაიერი"
ახორციელებდა. დღეს ბაკურიანში, "კოხტა"-ს საბაგიროს გახსნაზე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი,
მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და "კომპანია ბლექ სი გრუპი"-ს დამფუძნებელი გიორგი კალანდაძე პროექტ მენეჯერ თემურ პატაშურთან ერთად.