ახალი ამბები

გერმანული კომპანია Wirtgen-ის წარმომადგენლის ვიზიტი.

გერმანულმა კომპანიამ Wirtgen-მა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტექნიკის მწარმოებელი მსოფლიოში გამოგზავნა თავისი
წარმომადგენელი ქალბატონი იუტა დიტსი, რომელიც ამზადებს რეპორტაჟს „კომპანია ბლექ სი გრუპი“-ს შესახებ. განსაკუთრებული დაინტერესება
იყო აეროპორტის პროექტის მიმართ, რადგან მიმდინარე პროექტზე ბევრი ვირტგენის ტექნიკაა გამოყენებული. დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა
„კომპანია ბლექ სი გრუპი“-ს მეთოდოლოგიამ თუ როგორ და რა თანმიმდევრობით მიმდინარეობს ასფალტის დაგება. შეგახსენებთ რომ გუშინ პროექტი
ასევე მოინახულა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მასთან საუბრისას
ქალბატონმა იუტამ აღნიშნა, რომ „კომპანია ბლექ სი გრუპი“-ს მიერ გამოყენებული ტექნიკა და ლაბორატორიული დანადგარები არის ულტრათანამედროვე
და რომ მსგავსი ტექნიკითა, მეთოდოლოგიით მიმდინარეობს ფორმულა 1-ის გზის მშენებლობა აბუ-დაბიში. გუშინ WIRTGEN-ის წარმომადგენელმა ასევე
მოინახულა აგარა-ზემო ოსიაურის ავტობანის მშენებლობა კონკრეტულად კი მიმდინარე სამუშაოები WIRTGEN SP-1500-ით და WIRTGEN SP-25-ით.
დღეისათვის იგეგმება ინტერვიუების ჩაწერა ტექნიკაზე სპეციალიზირებულ ოპერატორებთან. WIRTGEN-ის მენეჯმენტი ძალიან დაინტერესებულია
რეპორტაჟით და თვლიან, რომ „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა ვიზეც აქამდე რეპორტაჟი გაუკეთებიათ.