ლაბორატორია

აღაიანის ხარისხის ტესტირებისა და მასალების საგამოცდო ლაბორატორია:


დაარსების  დღიდანვე  შპს „ კომპანია  ბლექ სი გრუპის“ უპირველესი პრიორიტეტი  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  პროდუქციის  გამოშვება  და სამუშაოთა წარმოების უმაღლესი ხარისხი გახდა. გამომდინარე  აქედან,  კომპანიის  მენეჯმენტის ძირითადი ყურადღება ხარისხის ტესტირებისა და  მასალების საგამოცდო ლაბორატორიის  გამართულ  საქმიანობას დაეთმო.

კომპანიის ძირითადი ლაბორატორია კასპის რაიონის სოფელ აღაიანში  მდებარეობს.200  კვ.მ  ფართზე  მდებარე  შენობაში  ხელსაწყოები  სამუშაოთა   წარმოების  თანმიმდევრობით   თემატურადაა  განლაგებული.

ხარისხის  ტესტირებისა  და  მასალების  საგამოცდო  ლაბორატორია  ორი  ძირითადი  ნაწილისაგან  შედგება:

·               წარმოებისათვის  საჭირო სამშენებლო მასალების  ტესტირების განყოფილება;

·               გამოშვებული  პროდუქციისა  და მოწყობილი  საფარის ხარისხის მონიტორინგის  განყოფილება.

ლაბორატორის  განყოფილებებად  დაყოფა  საქმიანობის  პრიორიტეტებიდან  გამომდინარე  მოხდა.  წარმოებისათვის საჭირო სამშენებლო  მასალების  ტესტირების  განყოფილებაში  შესაძლებელია:

·               ინერტული  მასალების  გამოცდა;

·               ცემენტ-ბეტონის პროდუქციის  შემოწმება;

·               ასფალტ-ბეტონის  ნარევის  გამოცდა;

·               ცემენტ-ბეტონისა და   ასფალტ-ბეტონის  ნარევის დიზაინების (რეცეპტების) შედგენა-შემუშავება;

·               ბიტუმის  ხარისხის  გამოცდა;

·               გრუნტების ლაბორატორიული კვლევა.

 

გამოშვებული  პროდუქციისა  და  დაგებული საფარის  ტესტირების  განყოფილება ახორციელებს:

·               საპროექტო სპეციფიკით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხიანად წარმოებას და შესაბამისი სტანდარების დაცვას საველე  პირობებში;

·               გრუნტითა  და  ინერტული მასალებით მოწყობილი საგზაო სამოსის მშენებლობის კონტროლს;

·               გზის ქვესაგები და საფუძველი ფენის დატკეპნის ხარისხს და მზიდუნარიანობის ადგილზე დადგენას;

·               გზის საფარის გრძივი და განივი ქანობების შემოწმებას;

·               მიწის ვაკისის ყრილისა და ჭრილის ფერდის დახრის განსაზღვრას;

·               გზის სამოსის ზედაპირის სისწორის და ტალღოვნობის დადგენას;

·               ასფალტ-ბეტონის საფარის სიმკვრივის, ფორიანობისა და დატკეპვნის  ხარისხის განსაზღვრას.

ხარისხის ტესტირებისა და მასალების საგამოცდო ლაბორატორიას შეუძლია ზემოთაღნიშნული ლაბორატორიული კვლევები  და  ტესტირებები განახორციელოს მსოფლიოში აპრობირებული  EN, BS, ASTM,  GOST ნორმატივებითა  და  სტანდარტებით.





აგარა-ზემო ოსიაურის ლაბორატორია:


·               გრუნტების ტესტირება;

·               ინერტული მასალების ტესტირება;

·               ცემენტ-ბეტონის ტესტირება;

·               ასფალტ-ბეტონის ტესტირება;


ლაბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს 2 მიმართულებით-საველე სამუშაოები და შიდა ლაბორატორიული სამუშაოები.
ლაბორატორია აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით, რომელიც კომპანიამ შეისყიდა იტალიიდან, ამერიკიდან და გერმანიიდან.
ლაბორატორიაში ტესტირებები მიმდინარეობს, როგორ პოსტსაბჭოთა დროინდელი ნორმატივებით, ასევე ევრონორმებით, ბრიტანული და ამერიკული სტანდარტებით.

თანამედროვე აპარატურის შეძენამ დააჩქარა მასალების ტესტირების პროცესი და შესაბამისად ეფექტური გახადა მშენებლობაში ხარისხის კონტროლი.

აღაიანის და აგარა-ზემო ოსიაურის გარდა,  „ბლექ სი გრუპის“  სტაციონალური  ლაბორატორია ოზურგეთის  რაიონშიც  მოქმედებს. ველზე  დაკვეთების  არსებობის  შემთხვევაში მოძრავი  საველე  ლაბორატორიის  მოწყობა  საქართველოს  ნებისმიერ  ტერიტორიაზე,   დროის  უმოკლეს პერიოდშია  შესაძლებელი. 

„კომპანია  ბლექ სი  გრუპი“  მიღწეულით  არასდროს   კმაყოფილდება  და  სისტემატურად  ზრუნავს  სამუშაო  ციკლის  მოდერნიზაციაზე,  ტექნიკის  ბოლო  მიღწევების  დანერგვასა  და   ხარისხის  კონტროლის  ლაბორატორიის   მუდმივად  განახლებაზე. 


სამშენებლო მასალების ტესტირების განყოფილება.

ხარისხის მონიტორინგის განყოფილება.

ლაბორატორია

ინერტული მასალების და ა/ბ-ში, ფორიანობის და სიმკვრივის განმსაზღვრელი ხელსაწყო.

ბიტუმში ნემსის შეღწევადობის განმსაზღრელი ხელსაწყო. (“პენეტრომეტრი”)

ბიტუმში ნემსის შეღწევადობის განმსაზღრელი ხელსაწყო. (“პენეტრომეტრი”)

ციფრული ტემპერატურული წყლის ავზი.

ასფალტის დასამზადებელი ამრევი ხელსაწყო

მარშალის ხელსაწყო

ციფრული ტემპერატურული წყლის ავზი.

ნიმუშის წყალში აწონვის დანადგარი

CBR-ის მექანიკური ხელსაწყო.

ასფალტობეტონის საფარის სიმკვრივის და ფორიანობის განმსაზღვრელი აპარატი.

გრანულების და ინერტული მასალის დატკეპნის ხარისხის დადგენა საველე პირობებში.

გრანულების და ინერტული მასალის დატკეპნის ხარისხის დადგენა საველე პირობებში.

საგზაო საფარის ზედაპირის ხორკლიანობის, ჩაჭიდულობის კოეფიციენტის დადგენა.

“სოლქსეტის” ხელსაწყო ასფალტის ნიმუშის ექსტრაქციისათვის

ბეტონის ჰაერშემცველობის დასადგენი ხელსაწყო

“შმიდტის ჩაქუჩი”

გზის სავალი ნაწილის (ფერდის) ქანობების და საფარის სისწორის განმსაზღვრელი ხელსაწყო.

ციფრული უნივერსალური პრესი.

CBR-ის და პროქტორის ციფრული კომპაქტორი.

ცენტრაფუგა ექსტრაქტორი.

ბეტონის ნარევის დასამზადებელი ამრევი.


ცვეთის დოლი (ლოსანჟელესის ხელსაწყო)


ციფრული ღუმელი.

ვიბრომცრელი ციფრული.

ბეტონის ნიმუშების ციფრული ავზი.