სიახლეები

გერმანული კომპანია Wirtgen-ის წარმომადგენლის ვიზიტი.

გერმანულმა კომპანიამ Wirtgen-მა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტექნიკის მწარმოებელი მსოფლიოში გამოგზავნა თავისი

წარმომადგენელი ქალბატონი იუტა დიტსი, რომელიც ამზადებს რეპორტაჟს „კომპანია ბლექ სი გრუპი“-ს შესახებ. განსაკუთრებული დაინტერესება

იყო აეროპორტის პროექტის მიმართ, რადგან მიმდინარე პროექტზე ბევრი ვირტგენის ტექნიკაა გამოყენებული. დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა „კომპანია ბლექ სი გრუპი“-ს მეთოდოლოგიამ თუ როგორ და რა თანმიმდევრობით მიმდინარეობს ასფალტის დაგება.





შეგახსენებთ, რომ პროექტი ასევე მოინახულა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მასთან საუბრისას

ქალბატონმა იუტამ აღნიშნა, რომ „კომპანია ბლექ სი გრუპი“-ს მიერ გამოყენებული ტექნიკა და ლაბორატორიული დანადგარები არის ულტრათანამედროვე

და რომ მსგავსი ტექნიკითა, მეთოდოლოგიით მიმდინარეობს ფორმულა 1-ის გზის მშენებლობა აბუ-დაბიში.




გუშინ WIRTGEN-ის წარმომადგენელმა ასევე მოინახულა აგარა-ზემო ოსიაურის ავტობანის მშენებლობა კონკრეტულად კი მიმდინარე სამუშაოები WIRTGEN SP-1500-ით და WIRTGEN SP-25-ით.

დღეისათვის იგეგმება ინტერვიუების ჩაწერა ტექნიკაზე სპეციალიზირებულ ოპერატორებთან. WIRTGEN-ის მენეჯმენტი ძალიან დაინტერესებულია რეპორტაჟით და თვლიან, რომ „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა ვიზეც აქამდე რეპორტაჟი გაუკეთებიათ.