კომპანიის მიზანია წარმოებაში დაინერგოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ყველაზე თანამედროვე, ოპერატიული და საყოველთაოდ ადაპტირებული
შესაძლებლობები. მათი საშუალებით გაუმჯობესდება მშენებლობის ხარისხი, შემცირდება გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულება, გახანგრძლივდება გზის
ექსპლოატაციის პერიოდი, ხოლო სამუშაო გრაფიკი გაცილებით ოპტიმალური გახდება.
კომპანიის ძირითადი წარმოება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრზე, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარეობს. ტერიტორია მდინარე
ქსნის ხეობაში დიდი რაოდენობით ინერტული მასალის არსებობის გამო შეირჩა. აღაიანის ბაზა აღმოსავლეთ საქართველოს და დედაქალაქს
ემსახურება. დასავლეთ საქართველოსთვის კი ასეთი ბაზა ოზურგეთის რაიონში მდებარეობს. საჭიროების შემთხვევაში სპეციალურად იქმნება მობილური საწარმოო ბაზები
(ამ ეტაპზე თიანეთში , ფოთსა და ზესტაფონში).
აღაიანის წარმოების ბაზაზე რამდენიმე ქარხანა და საამქროა განთავსებული.