ქვაფენილის გზა ჩაანაცვლა ულტრათანამედროვე ღორღოვან მასტიკურმა ასფალტმა, რომელსაც დანამატების სახით აქვს ცელულოზა. სხვა ასფალტებისგან განსხვავებით იგი გამოირჩევა სტაბილურობით, ბზარწარმოქმნის საშიშროება არის მცირე,მანქანის საბურავის პროტექტორის ჩაჭიდულობა საფარის ზედაპირთან არის მაღალი, რაც ამცირებს მოცურების საშიშროებას წვიმიან ან თოვლიან ამინდში.