მიმდინარე პროექტები

მტკვრის მარჯვენა სანაპირო , გალაქტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

მტკვრის მარჯვენა სანაპირო , გალაქტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

მტკვრის მარჯვენა სანაპირო , გალაქტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

ქალაქ თბილისში, მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ქ. თბილისის მერიამ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განახორციელა პროექტი, რომლის მიხედვით დაგეგმილი იყო მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას, პანდუსების მშენებლობა, ასევე ხიდების, გვირაბებისა და ესტაკადების აშენება. აღნიშნულ პერიმეტრზე პროექტით გათვალისწინებული იყო შუქნიშნების გაუქმება, რაც თავისთავად გამოიწვევდა ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა მეტეხის ხიდთან კედლის ხოლო გალაკტიონის ხიდთან სატრანსპორტო გვირაბის მშენებლობა. აშენდა ასასვლელ-ჩამოსასვლელი პანდუსები. ასევე გალაკტიონის ხიდთან მარცხენა სანაპიროზე აბაშიძისა და ჩხეიძის ქუჩებს შორის მოხდა გზის გაგანიერება. აშენდა საყრდენი კედლები. მოეწყო სანიაღვრე სისტემები, ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მარჯანიშვილის ქუჩას „თი-ბი-სი ბანკამდე“. მოეწყო ახალი პანდუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან მარცხენა სანაპირომდე. პროექტი დაიწყო 2012 წლის აპრილში და დასრულდა 2012 წლის სექტემბერში.