საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, სოფელ განმუხურში, აფხაზეთის საზღვართან, აშენდა საქართველოში ყველაზე თანამედროვე და დიდი აკვაპარკი, სადაც მოეწყო 20-მდე თანამედროვე წყლის ატრაქციონი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მდინარე ენგურის ნაპირგამაგრება. პროექტი დაიწყო 2011 წლის დეკემბერში და დასრულდა 2012 წლის 5 აგვისტოს.