დასრულებული პროექტები

რიკოთის უღელტეხილის აღდგენითი სამუშაოები.

რიკოთის უღელტეხილის აღდგენითი სამუშაოები.

რიკოთის უღელტეხილის აღდგენითი სამუშაოები.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, 2011 წლის ივნისის თვეში შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ“-ის მიერ ჩატარდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ( კმ.143+350, კმ.143+640,კმ.143+780, კმ.144+000, კმ.144 +232 და კმ.144+800) სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე აღდგენითი სამუშაოები. ჩამოტანილი იყო თურქეთიდან საბურღი დანადგარი, რომლის მეშვეობით მოხდა გზის მიმდებარედ და მდინარის კალაპოტში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება. მოპოვებული მასალით ჩატარდა ნაპირგამაგრების და სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა უმოკლეს ვადებში აღდგენილიყო ორმხრივი უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობა მაგისტრალზე.