კომპანია ბლექ სი გრუპმა ქვეყნისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი წარმატებით დაასრულა. 2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლების სამუშაოები 2019 წლიდან მიმდინარეობდა.
მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს ართულებდა მონაკვეთის რელიეფი, გეოლოგიური მდგომარეობა, მეწყერსაშიში ზონები. იმისათვის, რომ გზის ეს მონაკვეთი ყოფილიყო გადაადიგლებისთვის უსაფრთხო კომპანია ბლექ სი გრუპმა განახორციელა სპეციალური სამუშაოები.
მოეწყო: • 4 ზოლიანი გზა ბეტონის საფარით; • ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები; • უსაფრთხოების კუნძულები; • ნიუჯერსის ტიპის ბორდიულები; • გარე განათების ქსელი; • სანიაღვრე არხები მექანიზირებული წესით, რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები და ჭები;