ჩვენ შესახებ

თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი ახალი იდეის და პროექტის განხორციელება გზით იწყება. 

ბლექ სი გრუპი, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც აქვს 20-წლიანი გამოცდილება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში: ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ავიაციის სფეროებში.ჩვენ ვაშენებთ გზებს, ვაკავშირებთ ერთმანეთთან ქალაქებს, ქუჩებს, შენობებს და სოფლებს.


დაარსებისთანავე „ კომპანია ბლექ სი გრუპ“–მა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ამორტიზირებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და კეთილმოწყობა დაისახა უმთავრეს მიზნად და თავისი არსებობის განმავლობაში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები განახორციელა მთელი საქათველოს მასშტაბით.

2005 წლის შემდეგ, კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთ სტრატეგიულ პროექტებში, როგორებიცაა Trans-Anatolian Natural Gas Pipeline (TANAP) და აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი (TRACECA), ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ამბროლაურის აეროპორტების რეაბილიტაცია-მშენებლობაში. 


საერთაშორისო დონეზე, კომპანიამ წარმატებით განახორციელა არაერთი პროექტი, აღსანიშნავია სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია ჩრდილოეთ მაკედონიაში — რაც  ერთ-ერთი პირველი  სამშენებლო კონტრაქტია ევროპაში, რომელიც განახორციელა ქართულმა კომპანიამ.


2023 წელს Black Sea Group-მა დაიწყო სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია, რეფორმის შედეგად გარდაიქნა მენეჯერ კომპანიად და ქოლგის ქვეშ შექმნა სპეციალიზებული კომპანიები სხვადასხვა მიმართულებებით: ლოჯისტიკის, მასალების წარმოების,  ტექნიკური სერვისების და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს ოპერაციული ეფექტურობას და გაზრდილ კონკურენტუნარიანობას. ასევე აღსანიშნავია, თბილისთან ახლოს, ს. სააკაძის ტერიტორიაზე განთავსებული ახალი ბაზა, რომელიც ქოლგის ქვეშ არსებული კომპანიების მთავარი მისამართია და ერთგვარ სამშენებლო ჰაბს ქმნის, სადაც მისულ ინვესტორს თუ კლიენტს შეეძლება სამშენებლო ჭრილში  მომსახურების სრული პაკეტის მიღება. დაწყებული ნებართვების მოპოვებაში იურიდიული მხარდაჭერით - უშუალოდ მშენებლობით დამთავრებული. 


ინოვაციებზე, მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომით, Black Sea Group აგრძელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებლობას - აკავშირებს რეგიონებს, ინდუსტრიებს და შესაძლებლობებს.


ბლექ სი გრუპი – 20 წელი გზად და ხიდად!