2014 წლის 30 მაისს ხელი მოეწერა საერთაშორისო მნიშვნელობის აგარა-ზემო ოსიაურის 12კმ.-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, ერთის მხრივ საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მეორეს მხრივ ქუვეითურ კომპანია "კოპრი კონსტრაქშენ ინტერპრაიზი-ს" (“Copri Contraction Enterpises W.L.L”) შორის.
აღნიშნულ პროექტზე შპს „კოპრი კონსტრაქშენ ენტერპრაიზი“-ს ქვეკონტრაქტორ კომპანიას წარმოადგენს შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“, რომელიც შეასრულებს პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც რომ დასაქმებულთა 99 % ადგილობრივი მოსახლეობაა. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. 7 ივნისს გაიხსნა აგარა-ზემო ოსიაურის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კმ19+000დან -კმ27+500მდე ორმხრივი საავტომობილო გზა.