თბილისის ზღვის შემოვლითი გზა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი საავტომობილო კვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გზა, სადაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლებში ველორბოლა გაიმართა. თბილისის ზღვის შემოვლითი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები შპს „ბლექ-სი გრუპი“-მა განახორციელა. პროექტის ღირებულება 6,1 მლნ-მდე ლარია. პროექტის ფარგლებში კაპიტალურად შეკეთდა სავალი ნაწილი მოეწყო გვერდულები და წყალგამტარი მილები. დაიგო ასფალტო-ბეტონის 2 ფენა.