შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დაკვეთით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ 2011 წელს დაიწყო ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტის ასაფრენდასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და თვითმფრინავის ბაქანის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
განხორციელდა პროექტით განსაზღვრული სამუშაოები: ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) გაგანიერება, დამუხრუჭების ბოლო ზოლის მოწყობა, სამიმოსვლო ბილიკების გაგანიერება, თვითმფრინავების ბაქანის რეაბილიტაცია და ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, არსებული სანიაღვრე სისტემების რაებილიტაცია. ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისასვლელი გზის და პარკირების მოწყობა. ასევე სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამუშაოები დასრულდა 2012 წლის ნოემბერში.