კომპანია შპს "კომპანია ბლექ სი გრუპ”-მა 2007 წლის 20 ივლისს დაასრულა კახეთის რეგიონში საგარეჯო – სოფელი უდაბნო –დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მიმავალი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოები განხორციელდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით.
აღნიშნული გზის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში და კერძოდ კახეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პილიგრიმებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მიმოსვლი გზის უზრუნველსაყოფად.