„ბლექ სი გრუპმა“ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის აეროპორტში წარმატებით დაასრულა 20 კალენდარულ დღეში.
30 353 კვ.მ - სამუშოების პირველ ეტაპზე მოიფრეზა არსებული ასფალტობეტონის საფარი სისქით 10 სმ 30 353 კვ.მ - იმავე ფართობზე მოიხსნა ასფალტობეტონის საფარს ქვეშ არსებული შავი ღორღის საფუძველი სისქით 9 სმ სამუშაოების პარალელურად შემოწმდა შავი ღორღის ქვეშ არსებული ბეტონის ფილების მდგომარეობა 16 789 კვ.მ - ძლიერ დაზიანებულ მონაკვეთებზე მოხდა ბეტონის ფილების დემონტაჟი 16 789 კვ.მ - აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის ფილის დემონტაჟის შემდეგ მოხდა დაზიანებულ საფუძველში გრუნტის ექსკავაცია რის შემდეგაც 16 337 მ2-ზე მოხდა საფუძვლის სტაბილიზაცია/რეციკლირება ხოლო 452 მ2-ზე დაიგო არმირებული ბეტონის ფილები 30 353 კვ.მ - ყოველივე ამის შემდეგ მთლიან ფართობზე მოეწყო მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის ორი 8 სმ. ფენა 20 035 კვ.მ - სამუშაოების მეორე ეტაპზე დამატებით აიფრეზა ასფალტო-ბეტონის დაზიანებული ზედაპირი 5სმ. სისქით 50 396 კვ.მ - ანუ, მთლიან ფართობზე მოეწყო მოდიფიცირებული წვრილმარცვლოვანი ასფალტო ბეტონის 5სმ. ფენა, ბაზალტის ბზარწარმოქმნის საწინააღმდეგო ბოჭკოვანი დანამატით.
დამკვეთი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. ბიუჯეთი: 8 მილიონი ლარი